პარლამენტი ჯინიანი ბავშვების ერთობა არ არის და პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს საკითხზე არგუმენტებს მოისმენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, რა ვადებშია შემოსული ეს დოკუმენტი და რა ვადები აქვს პარლამენტს. დაახლოებით განვსაზღვრავთ იმ დღეებს, თუ როდის გვექნება განხილვა. მოტივაცია განსხვავებულია და ცალ-ცალკე მიდგომა სჭირდება. ამ პროექტებზე მსჯელობა იქნება კომიტეტებში. ამ თემებზე განათლების სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა მსჯელობა. ხვალ ან ზეგ ჩვენ შევიკრიბებით და შესაძლოა იმ ტიპის პაკეტი დავინახოთ საკანონმდებლო გადაწყვეტილებისა, რომელიც სერიოზული გავლენას მოახდენს ვეტოს დაძლევისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშიურებულ საკითხს, ვერ ვხედავ არგუმენტს, თუ რატომ უნდა დაედოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო, გარდა იმისა, რომ გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს საკანონმდებლო საქმიანობაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს - "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დაადო.