ვაკის პოლიციის განყოფილებაში სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას დაკითხვა დასრულდა. გოროზია, არსებული ინფორმაციით, ფრანგულ რესტორანში შაბათ ღამით მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაკითხეს.
გოროზიამ შენობა კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. რაიონულ განყოფილებაში გოროზიას დაახლოებით 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, გოროზიამ ჩხუბის დროს ხელი მოიტეხა. დაკითხვაზე ყოფნისას მას ხელი შეხვეული ჰქონდა.