განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილისთვის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის შესახებ პრეზიდენტის შეფასება არასერიოზულია.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა "მაესტროს" პრეს-კლუბში განაცხადა.
"ეს რომელი შეფასება, ნერონი და კალიგულა რომ აურია ერთმანეთში? რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად ვერ შევაფასებთ. პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით არის უფრო მეტად მომრიგებელი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, არბიტრი და არა ის, რაც დღესაა, განუსაზღვრელი. კანდიდატს უნდა გააჩნდეს ავტორიტეტი და კომუნიკაციის უნარი. ვთვლით, რომ ამ მხრივ, "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატი სწორად იქნა შერჩეული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.