ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, არხზე მომუშავე ჟურნალისტების სახელფასო ანაზღარურება მათ მიერ შექმნილი მასალების რეიტინგზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ღლონტმა "პირWელს" განუცხადა, ტელევიზიაში რებრენდინგი მიმდინარეობს და 1 სექტემბრიდან გაცილებით მაღალი ხარისხით გავა ეთერში.
"არხზე მიმდინარეობს რებრენდინგი. 1 სექტემბრიდან უმაღლესი ხარისხის თოქ-შოუებით გავალთ ეთერში. რებრენდინგი ასევე შეეხება ჟურნალისტების შემოსავლებს და ის მათ მუშაობასა და რეიტინგულ მასალებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ტელეკომპანიის რეგიონულ ბიუროებს, ისინი დროებით დაიხურა. სამსახურიდან არავინ გაგვითავისუფლებია, უბრალოდ თანამშრომლები დროებით უხელფასო შვებულებაში გავუშვით. სექტემბრიდან ყველაფერი ძველებურად იქნება", - განაცხადა ღლონტმა.