პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შს მინისტრის პირველი მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხელშეუხლებლობის გარანტია არავის აქვს.
მისივე განცხადებით, გელა ხვედელიძის დაკავება მისთვის ადამიანურად მძიმე ფაქტი იყო.
"გელა ხვედელიძეს ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა თუ მან დანაშული ჩაიდინა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების კუთხით, ხელშეუხებლობის გარანტია ვერ ექნება. არ შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება. ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული. ისინი არღვევდნენ კანონს და უკანონდ ახდენდნენ ამ ჩანაწერების მოპოვებას," - აღნიშნა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, თუ ჩანაწერების გავრცელებისთვის გელა ხვედელიძეს დააკავებენ, მაშინ ასევე უნდა დაისაჯონ ჩანაწერის გამკეთებელი პირები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რის გამოც, შსს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს.