არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთველო" ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის საქმის დროულად გახსნას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას მიესალმება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს, შსს-ს არქივებში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების პროცესში და სამინისტროს შესაბამისი კონსულტაცია გაუწიოს.
"საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას განუცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე გახსნილია და დაკავებულია გელა ხვედელიძე, შს მინისტრის ახლა უკვე ყოფილი მოადგილე. მივესალმებით საქმის დროულად გახსნას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ წინა წლებში უკანანოდ ჩაწერილი ვიდეოარქივი ამჟამად დალუქულია და უახლოეს პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით განადგურდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის" ყოველთვის მოუწოდებდა შსს-ს, რომ გაანადგუროს არქივებში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი კონსულტაცია გავუწიოთ სამინისტროს",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.