საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისგან ბიძინა ივანიშვილმა იმ პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბანკებთან ერთად ახორციელებს.
"პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი სახის კრედიტების მიმართ არის ინტერესი", - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ფიფიაც ესწრებოდა.