ვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორის, ზაზა გოროზიას დაკითხვა მიმდინარეობს. გოროზიას დაკითხვა ფრანგულ რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ.
თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.
მომხდარის გამო გამოძიებამ რამდენიმე პირი უკვე დაკითხა.