"კოალიცია "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს.
"პირWელის" ინფორმაციით, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველი გუნდი დედაქალაქის მერობას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესთავაზებს.
სალომე ზურაბიშვილი 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ამ დროისთვის ყოფილი მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.