პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოს. ასე გამოეხმაურა ფოთში მყოფი სააკაშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებას.
"კონკრეტულად ამ კანდიდატურაზე არაფერს ვიტყვი. მაგრამ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, როდესაც რომის იმპერატორმა, ნერონმა გადაწყვიტა, თავისი დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა რომის საზოგადოებაზე, თავისი ცხენი აირჩია სენატში. მინდა ვთქვა, რომ ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს. ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლის აზრს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.