არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წუხელ, რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს და სრული სიცრუეა, რომ წუხანდელ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ. იქ თავად ამ პოლიტიკოსებს შორის მოხდა შიდა დაპირისპირება", - აღნიშნა კაკაბაძემ.
ინციდენტი "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მოხდა. დაშავდნენ დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია.