"ბიძინა ივანიშვილის სურვილია, კოალიციას რაც შეიძლება სუსტი და არაკომპეტენტური პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავდეს, რომელიც მის პირად გავლენას და ძალაუფლებას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის", - ასე აფასებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის შერჩევის ფაქტს.
"სწორედ ამ ნიშნით იქნა შერჩეული "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი. ის ივანიშვილის პირადი არჩევანია. "ქართულ ოცნებას" ბევრად უფრო ძლიერი კანდიდატი შეიძლება ჰყოლოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილი არ აპირებს არანაირი გავლენის განაწილებას გუნდის შიგნითაც კი", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.