თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი უარყოფს, რომ ირაკლი ალასანია გუშინ რესტორან "ლა ტრუფეშში" იმყოფებოდა.
"ნამდვილად არ იმყოფებოდა ირაკლი ალასანია იქ", - განუცხადა "პირWელს" ვაკო ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, რესტორანში, სადაც ჩხუბი მოხდა, გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც იმყოფებდა.
"ახლა გავარკვიე, რომ წუხელ იმ რესტორანში ირაკლი ალასანაიაც ყოფილა", - წერს ნადირაშვილი Facebook-ის თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ფრანგულ რესტორანში დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც დეპუტატები - დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, ინციდენტში პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ, რომლებიც მათ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე დაესხნენ თავს.