რადიო "ჰერეთი" ეხმაურება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას, და მზადყოფნას გამოთქვამს რადიო მაუწყებლობის კონკურსში ლიცენზიის მოსაპოვებლად მონაწილეობაზე. კომიისიის განცხადების მიხედვით, საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სიხშირის რესურსია.
"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე 87.5მჰც+108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობისთვის თავისუფალისიხშირული რესურსი დამტკიცდა და საჯაროდ გამოქვეყნდა. საერთო ჯამში საქართველოსმთელ ტერიტორიაზე რადიო მაუწყებლობისთვის 143 თავისუფალი სიხშირეა ხელმისაწვდომი, მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია რადიო მაუწყებლობისთვის საჭირო სიხშირეზე კონკურსის გამოცხადება" - ნათქვამია კომისიის ოფიციალურ გვერდზე.
რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობის უფლებას უკვე მეშვიდე წელია ითხოვს, ამ ხნისგანმავლობაში ჰერეთის მენეჯმენტი პერმანეტულად ითხოვს ლიცენზიის მიღებას დედაქალაქში.