ანდრაშ ლასლო: შეწყვიტეთ საქართველოს დესტაბილიზაცია

ანდრაშ ლასლო: შეწყვიტეთ საქართველოს დესტაბილიზაცია

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.

„საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და გააგრძელოს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ევროპისა და საქართველოს ინტერესებში შედის“, - წერს ლასლო სოციალურ ქსელ X-ში.

ევროკავშირის საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომელიც, საბჭოს აზრით, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭო ამ განცხადებას რადიკალების საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოთი აქვეყნებს.

Aburjga Tasmanieli უკვე ასაკში ვარ, მაგრამ მაინც გავძლებ, სტიმული მაქვს, მინდა მოვესწრო ბორელის ფიზიკურ გარდაცვალებას და ევროკავშირის დაქცევას, დაშლას, განადგურებას! ახ იოსებ, იოსებ შენ რომ კიდევ 7 წელი გაგეძლო ახლა ევროპას ამდენი ჩათლახობის ტავი არ ექნებოდა!
14 წუთის უკან