ოკუპაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანამომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ მომხსენებლის უფლება არ გამოიყენა და საკუთარი მოხსნებით წარდგომაზე უარი თქვა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნული ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა, ის ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს და მას მხარი მისმა კომიტეტმაც დაუჭირა.
ხმალაძის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა. კერძოდ, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, მას კითხვები ჰქონდა ხმალაძესთან, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა. სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ კი განმარტა, რომ თუ მომხსენებელი არ აკეთებს თავის მოხსენებას, მაშინ სესიაზე მის მიმართ კითხვებს დეპუტატები ვერ დასვამენ.
ამის შემდეგ ცვლილებთან დაკავშირებით მოხსენებით დეპუტატების წინაშე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია წარსდგა. ხმალაძეს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია.