სოფლის მეურნეობის გადამდგარი მინისტრი დავით კირვალიძე მოადგილეებსა და უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობასთან ბოლო თათბირს მართავს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი შეხვედრები სამინისტროში პერიოდულად იმართება ხოლმე.
დავით კირვალიძე, მას შემდეგ რაც მთავრობის კანცელარიში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, კანცელარიიდან სამინისტროში დაბრუნდა.