პოლიციის აღლუმი, 6 მაისის ნაცვლად, 19 მაისს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო.
6 მაისი მიცვალებულთა მოხსენიების და, შესაბამისად, უქმე დღეა. აქედან გამომდინარე, პოლიციის აღლუმის გადადება მხოლოდ წელს მოხდება.
პოლიციის აღლუმის გარდა, 19 მაისს სხვა ღონისძიებებიც იგეგმება, რომელთა შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გასულ წლებში პოლიციის აღლუმი 6 მაისს იმართებოდა.