თინათინ ხიდაშელი - 7 თვის განმავლობაში პოლიციაში უზარმაზარი პროგრესია

თინათინ ხიდაშელი - 7 თვის განმავლობაში პოლიციაში უზარმაზარი პროგრესია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი სტუდენტების აქციის დაშლის ფორმაში პოლიციის პროგრესს ხედავს .

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, სამართალდამცავების ქმედებისას სხვა პოლიტიკური ნება გამოიკვეთა, რადგან მათ აქციის მონაწილეები "არ უცემიათ და არ დაუსახიჩრებიათ".

"ვიდეომასალაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ უზარმაზარი პროგრესია 7 თვის განმავლობაში პოლიციაში, განსაკუთრდებით იმის გათვალისწინებით, რომ ისინი იგივე ადამიანები არიან. აქ კარგად ჩანს პოლიტიკური ნება, რომ არ უნდა ცემო, არ უნდა დაასახიჩრო და კულტურულად მოკიდო ხელი. ასევე, ვნახეთ განცხადება, რომ დაკავებულები არ დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამით კარგი მაგალითი აჩვენა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

პოლიციამ სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის მიერ ორგანიზებული მანიფესტაცია გუშინ დაშალა. არასამთავრობები არ გამორიცხავენ, რომ აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.