ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი ნორმა ძალაში დარჩა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" მოქმედი ნორმა ძალაში დარჩა. პარლამენტმა არც პრეზიდენტის შენიშვნებს დაუჭირა მხარი და არც ვეტოდადებულ კანონს. 24 - მომხრე, 81 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტზე. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის პირვანდელი რედაქციას კი მხარი 4-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

შესაბამისად, ნაფუც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეთავაზებული ინიციატივა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა და მოქმედი ნორმა ძალაში დარჩა.