"ლაბორატორია 1918" დაკავებული სტუდენტების დაუყოვნებლივ გამოშვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით "ლაბორატორია 1918" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ლაბორატორია 1918-ის მშვიდობიან მანიფესტაციაზე, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ღირსეული შრომის უფლებებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები აწყობდნენ პროვოკაციას, პოლიციამ დააკავა ლაბორატორია 1918 ის 15-ზე მეტი აქტივისტი, დანარჩენები ცემეს, მათ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია
პირობას ვდებთ, რომ 1 მაისი გახდება მათთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ დღედ! თუ დაუყოვნებლივ არ გამოუშვებენ ყველა უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს, მიიღებენ სტუდენტთა ორგანიზებულ წინააღმდეგობას!!
თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!"-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლაბორატორია 1918-ის ფაცებოოკ-ის გვერდზე გამოქვეყნდა.