აშშ-ი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი, რომელიც ამავე დროს გახლავთ საქართველო -ამერიკის პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღავანელი, შეხვდა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელებს: საგარეო ურთიერთობის კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავჯდომარეს დანა რორაბახერს, ამერიკა -საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს პიტერ როსკამს, აარონ შოკს, ადრიან სმიტს და შონ დაფის.
ასევე გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფოდეპარტამენტში, სადაც განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს მთავრობის მიერ პირველ ხუთ თვეში გატარებული რეფორმების მიმდინარეობა, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივებს.