გიგი უგულავას ცოლი სკანდალში გაეხვია. 17 აპრილს, ვანოს გაეროვნულებამდე ორი დღით ადრე და იმ დროს, როცა გიგი უგულავა სამიტინგო ტექსტს იზუთხავდა, დილით, უთენია, 7 საათზე, ლელა კილაძე პოლიციამ გააჩერა. გიგი უგულავა ამ ფაქტსაც პოლიტიკურ დატვირთვას მისცემდა, რომ არა ერთი „უბრალო“ მიზეზი: თბილისის მერის ცოლი საჭესთან გატიალებული მთვრალი იჯდა. პოლიციას ალკოტესტი არც დაჭირვებია, კილაძემ ისეთი ამღვრეული თვალებით გადმოხედა. კანონი კანონია და „ნომერ პირველი თბილისელის“ ნომერ მეორე ცოლს მაინც ჩააბერინეს. კილაძეს ეყო ჭკუა და წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩაბერა. ჩაბერა და დადგინდა ის, რაც ისედაც ცხადი იყო. პატრულმა კილაძე-უგულავასას შესთავაზა, გამოეძახებინა ფხიზელი ახლობელი. კილაძემ უარი თქვა, მანქანიდან გადმოვიდა და პირდაფჩენილი საპატრულო ეკიპაჟი კარღია მანქანასთან მიატოვა.
ამბავი ასე გაგრძელდა: პოლიციამ გადაამოწმა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ თურმე ლელა კილაძე 30 მარტს ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო უკვე დაჯარიმებული ჰყავდათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ასეთ შემთხვევაში მკაცრია – ლელა კილაძეს ავტომობილის მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთვა!
”პრაიმერინფო” კომენტარისათვის დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს. ნინო გიორგობიანმა ინფორმაცია დაადასტურა: „ქალბატონი ლელა კილაძეს ჩამოერთვა მართვის უფლება ერთი წლით, რადგან ის განმეორებით მართავდა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში“.