დღეს, 21 აპრილს, დედოფალი ელისაბედ II უინძორი 87 წლის გახდა. ელისაბედ II 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა.
იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.
ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა.
ელიზაბედ მეორეს მმართველობის პერიოდში 12 პრემიერ-მინისტრი და კენტერბერის 6 არქიეპისკოპოსი შეიცვალა. მას მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 25 500 ოფიციალურ ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის 400 000 ჯილდოს მფლობელი და 3,5 მლნ წერილის ადრესატი.