იუსტიციის სამინისტროსთან 21 აპრილს აქცია გაიმართება. აქცია ელექტრონული პირადობის მოწმობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, ის სასულიერო პირებისა და მრევლის ძალისხმევით გაიმართება.
მომიტინგეები იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მივლენ, რომელიც 13:00 საათზე ხელოვნების მუზეუმთან დაიწყება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე 30 000 ხელმომწერაა შეგროვებული, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატში ჩააბარეს.
აქცია იუსტიციის სამინისტროსთან 15:00 საათზე დაიწყება.