19 აპრილს პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩაიარა და ადამიანებს მიეცათ თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის საშუალება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
"ქ. თბილისის მერია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის, ასევე საგანგებო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" და აქციის თითოეულ მონაწილეს 19 აპრილს აქციის სათანადო ორგანიზებისა და წესრიგის დაცვისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.