საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი აქციის დროს პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის მადლობას უხდის. სამადლობელი ტექსტი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობა.
ვამაყობ ასეთი პოლიციით!" ,- აღნიშნულია განცხადებაში.