ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, რამდენიმე საათის წინ, ქრთამის აღების ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანე ოსაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქარელის რაიონის სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 7 ათასი აშშ დოლარი გამოართვა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.