აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, 19 აპრილის აქცია მშვიდ ვითარებაში გაიმართა და ეს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელია.
ამის შესახებ ელჩმა "ნაციონალების" გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.
"გუშინდელი აქცია იყო დემოკრატიულობის მაჩვენებელი. ადამიანები შეიკრიბნენ ერთად და საკუთარი აზრი გამოხატეს. იქ ძალადობა არ ყოფილა და ეს იყო ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა", - განაცხადა ნორლანდმა.