"პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში პროკურატურის სისტემის თანამშრომლების ხელახალი დანიშვის პროცესი დაიწყება.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვისას, გადაწყდა, რომ კანონში ჩაიდება მუხლი, რომლის მიხედვით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ორი თვის ვადაში მთავარი პროკურორი პროკურატურის მუშაკებს თანამდებობაზე დანიშნავს. ამავე ცვლილებებით, პროკურატურის მუშაკს, რომელიც აღნიშნულ ვადაში თანამდებიბაზე არ დაინიშნება, უფლებამოსილება შეუწყდება.
დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტით იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებები ერთმანეთისგან იმიჯნება. მათ შორის. ეს პროკურატრის სისტემაში დანიშვებსაც ეხება, რაც მთავარი პროკურორის პრეროგატივა ხდება.
საკონენმდებლო პაკეტი პარლამენტს პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს და მას მეორე მოსმენით მიმდინარე კვირას მიიღებს.