სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერები აქვს. ქარდავას განცხადება ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა , მალხაზ ველიჯანაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გააცნო.
როგორც მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, მეგის ქარდავა მიიჩნევს, რომ კადრების არსებობაზე გავრცელებული ინფორმაცია მოგონილია და აბსურდია.
"მეგის ქარდავას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება კონკრეტული ადამიანის ინტერესებში შედის. ასევე, მეგის ქარდავა აცხადებს, რომ მათ არანაირი კომპრომატული კადრები გააჩნია, არც არავის დამუქრებია და არც არაფრის გავრცელებას აპირებს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
რაც შეეხება "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას გუშინდელ განცხადებას, ადვოკატის ინფორმაციით, ამის შესახებ ქარდავას პოზიცია მისთვის უცნობია.
მეგიას ქარდავა რამდენიმე მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული.