როგორც ცნობილია, 15 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა დათა ახალაიას განცხადება, რომელშიც მან ქვეყანაში მომხდარი ბევრი ბოროტების, მათ შორის ციხის კადრების გადაღება-გავრცელების დამკვეთად ვანო მერაბიშვილი გამოაცხადა.
რამდენიმე საათის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე სოციალურ ქსელში უარყო დათა ახალაიას შესაძლო ავტორობა, თუმცა ამ უკანასკნელის ადვოკატმა გავრცელებული ტექსტის ავთენტურობა დაადასტურა.
გთავაზობთ ლადო ბედუკაძის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„არ ვიცი, რა სახის მტკიცებულებზე საუბრობს დათა ახალაია,მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: „ციხის ამაზრზენი კადრები“ შექმნა და ქვეყანაში დანაშaულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა პირადად მიხეილ სააკაშვილმა და მუდმივად ქვეყნის სათავეში ყოფნის მისმა ავადმყოფურმა მიდრეკილებებმა. სექტა, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას, სწორედ სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ძმები ახალაიების, ბოკერიას, უგულავას და სხვათა შემადგენლობით უნდა გასამართლდეს, როგორც ამ რეჟიმის შემომქმედი და სულისჩამდგმელი.
სასაცილოა იმის მტკიცება, რომ, ახალაიას განმარტებით, კადრების გადაღება „რამაც საბოლოოდ დაანგრია სააკაშვილის ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა მის დამარცხებაში“ ვინმეს, მით უმეტეს „ბლუ ვანოს“ დაკვეთილია.