სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჰელსინკიდან სამშობლოში დაბრუნდა. უწმინდესის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 22:00 საათზე დაეშვა .
პატრიარქს აეროპორტში ახლობლები, მრევლი, სასულიერო პირები დახვდნენ. უწმინდესმა იქ მყოფები დალოცა და აეროპორტის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
პატრიარქის ექსკორტი ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ მიემართება, სადაც პატრიარქი მოილოცებს და მრევლსაც დალოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჰელსინკში გეგმიური სარეაბილიტაციო პროცედურების ჩასატარებლად 31 მარტს გაემგზავრა.