"სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები პრეზიდენტს ხელმოსაწერად, სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პრეზიდენტს ხელმოსაწერად, სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ათი სამუშაო დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი.

"საერთო ჯამში, უქმე დღეების ჩათვლით, 14 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მხრიდან ხელის მოწერა",-აღნიშნა ხმალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებეს მხარს არ უჭერს. უმცირესობის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ სავარაუდოდ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.