ირაკლი ქადაგიშვილი ბრიუსელში შეხვედრაზე: რას ნიშნავს 31 აგვისტომდე დრო? არ იციან პარლამენტის მუშაობის გრაფიკი როგორ არის, თუ საქართველოს პარლამენტი სოფლის კრებაა და როცა უნდა დაუძახებენ და შეიკრიბება?

ირაკლი ქადაგიშვილი ბრიუსელში შეხვედრაზე: რას ნიშნავს 31 აგვისტომდე დრო? არ იციან პარლამენტის მუშაობის გრაფიკი როგორ არის, თუ საქართველოს პარლამენტი სოფლის კრებაა და როცა უნდა დაუძახებენ და შეიკრიბება?

რას ნიშნავს 31 აგვისტომდე დრო? არ იციან პარლამენტის მუშაობის გრაფიკი როგორ არის თუ საქართველოს პარლამენტი სოფლის კრებაა და როცა უნდა დაუძახებენ და შეიკრიბება?,- განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შეფასებისას, რომელზეც საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროდ 31 აგვისტო დათქვეს.

მისივე თქმით, როდესაც არსებობს საქართველოში ეკონომიკური დინამიკა და ამ დროს უნდათ, რომ რაღაც პოლიტიკური შანტაჟით ვიწროპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ეს აფერხებს ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობას.

„არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები. არსად ამ კრიტერიუმებში არ წერია ის, რაც ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილშია მოცემული. არსად წერია, რომ LGBT პროპაგანდა ბავშვებში არის პირობა ვიზალიბერალიზაციისა. ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯინიანობიდან გამომდინარეა. არსად წერია, რომ ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობა არის შემაფერხებელი ვიზალიბერალიზაციისა. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დისკუსია და საინტერესოა კონკრეტული არგუმენტები და არა რაღაც აბრას რომ გამოგვიკრავენ - „რუსული კანონმდებლობა“. თვითონ ევროკავშირს შიგნით აქვს გამოძიება მილიარდობით თანხა როგორ დაიხარჯა არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს ხომ ფაქტია, რაც შიგნით ხდება. ჩვენ კი რაღაცნაირად გვიყურებენ.

რას ნიშნავს 31 აგვისტომდე დრო? არ იციან პარლამენტის მუშაობის გრაფიკი როგორ არის თუ საქართველოს პარლამენტი სოფლის კრებაა და როცა უნდა დაუძახებენ და შეიკრიბება? ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ეს პარლამენტს და ხელისუფლებას კი არა, ეს ქვეყნის კონსტიტუციას და მოსახლეობას ეხება. არ არის ეს ევროპა, რასაც ასეთი დამოკიდებულებით ვიღებთ. ევროპა მესმის, როდესაც შენ ხარ ღია და სამართლიან დისკუსიაში, სამართლიანი მოთხოვნებით. ევროპაშიც ხედავენ, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან კონტრპროდუქტიულია და არ შეიძლება ქვეყანას ასე მოექცე. მე ყველა ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ არ შეიძლება იძახო, რომ მოლდოვა არის განვითარების უმაღლეს საფეხურზე, როცა ევროკავშირში გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური მახასიათებლები და მოლდოვას 2024 წლის საბოლოო მაჩვენებლით 0,1% აქვს ზრდა. უკიდურესი სიღარიბეა, 31%-დან 33.6%-მდე გაიზარდა. ამ ვითარებაში საქართველოში არის 2024 წელს 10%-იანი ზრდა და სიღარიბის დონე ყოველწლიურად იკლებს და ჩამოსულია 16%-მდე ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი გეგმაა, რომ 4%-ს ჩამოსცდეს. ასეთი დინამიკა, რომ არსებობს და ამ დროს შენ გინდა, რომ რაღაც პოლიტიკური შანტაჟით შენს ვიწროპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიო, ეს აფერხებს ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობას“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. ბრიუსელი თბილისს წერილობით მიაწვდის კონკრეტული პირობების შესახებ ინფორმაციას. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო სახელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ამ პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია.