SONY საქართველოში ვიზუალური ხელოვნების აკადემიის გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური კომპანიის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებასაც SONY საქართველოში აპირებს.