გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეში ახალი გარემოებების გადასინჯვაზე უარის თქმის შესახებ ადვოკატის მიერ გასაჩივრდება.
ამის შესახებ გელა ნიკოლიაშვილმა დღეს "პრიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში გამოიკვეთა ახალი გარემოებები. კერძოდ, ეს არის დნმ-ის ანალიზი და გიორგი პაპაშვილის ჩვენება, რომ მასზე ფსიქიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
ადვოკატის განმარტებით, ამერიკის ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა დნმ-ის ანალიზი და გაირკვა, ოთახში სადაც ნიკა ლომინაძე მოკლული იპოვეს, იქ აღმოჩენილი თითების ანაბეჭდი და თმის ღერი ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანს არ ეკუთვნოდა.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო მიკერძოებულია.
"დღეს სასამართლოში ისევ კუბლაშვილია და ეს გადაწყვეტილება მისი მიღებულია, რომელიც შეთანხმებულია ვანო მერაბიშვილთან, რადგან სწორედ ვანოს უწყებამ გამოიძია თავის დროზე ეს საქმე", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
გია გვიჩიანს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.