სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი 5 აპრილს ჟურნალისტებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილი აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
შეხვედრა "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში სასტუმრო "რედისონში" 11:00 საათზე დაიწყება.