ჩვენ უარესობისკენ მივდიოდით და ახლა უკეთესობისკენ მივდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით არსებული ვითარების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო არ ცრუობს და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცახდებები არასერიოზულია. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ინფორმაციები და ფაქტები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ვრცელდება, რეალობაა.
"ჩვენ უარესობისკენ მივდიოდით და ახლა უკეთესობისკენ მივდივართ და ამას ძალიან კარგად ხედავს ყველა, ვისაც ეს უშუალოდ უნდა შეეხოს", - დასძინა მან.
დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პირველ კვარტალში 83 მილიონიან "გარღვევას" ჰქონდა ადგილი.