საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეში ახალი ადვოკატი – ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ჩაერთო.
რომეო საჯაიას გარდა, ახალაიას დაცვას მალხაზ ველიჯანაშვილი და დავით დეკანოიძეც განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ადვოკატთა ასოციაციამ ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი უთხრა ექვს პირს, ყოფილ პროკურორებს - გიორგი ჩივიაშვილს, გიზო უგულავას, რომეო საჯაიას, ალექსანდრე მგელაძეს, შოთა გენგაშვილს და ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი ონიანს.
ხატიაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს ჩაბარებული ჰქონდათ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და, კანონის მიხედვით, ისინი ასოციაციაში გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში უნდა გაწევრიანებულიყვნენ. თუმცა, მისი განცხადებით, აღნიშნული პირები შვიდი წლის განმავლობაში ასოციაციაში არ გაწევრიანებულან, რის გამოც ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი ეთქვათ.
აღნიშნულმა პირებმა ადვოკატთა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელი სასამართლომ დააკმაყოფილა.