პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენის რეჟიმში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს . პროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობა დღესვე გაგრძელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართება საკომიტეტო სხდომა და თუ კომიტეტი პროექტის მეორე მოსმენით განხილვას მოასწრებს, ის მეორე მოსმენით დღესვე პლენარულ სხდომას წარედგინება, ხოლო თუ განხილვა ვერ მოესწრება, პროცესი 4 ან 5 აპრილს გაგრძელდება.
პარალელურ რეჟიმში გაიმართება რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესი.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში მთლიანად შეიცვალა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევისა და დამტკიცების წესები. სწორედ ამან განაპირობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება და ასევე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა.