ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით, საქარათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურაში განცხადებას შეიტანს, - ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა შს სამინისტროსთან გუშინ საღამოს გამართულ აქციაზე განაცხადეს.
საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძის ცნობით, დოკუმენტი მომზადების პროცესშია და პროკურატურას უახლოეს დღეებში წარედგინება.
საია-ს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარზე შს სამინისტროს ქმედება არაადეკვატური და უპასუხისმგებლოა. მათი თქმით, გენერალური ინსპექციის დასკვნა, იმის ნაცვლად, რომ ვითარებას ნათელს ჰფენდეს, უამრავ კითხვას აჩენს. მაგალითად, მტკიცებულებების განადგურებასთან დაკავშირებით და სხვა არაერთ გარემოებაზე.
როგორც ორგანიზაციის წევრები ამბობენ, მათ სურთ, შს სამინისტრომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს, გადადგას სწორი ნაბიჯები და იყოს ორგანო, რომელსაც სასზოგადოებისგან მეტი ნდობა ექნება.
შს სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაში, საია-სთან ერთად, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შს სამინისტროსთან გამოფინეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის - "ფრთხილად, შს სამინიტროს მაღალჩინოსანი მოდის!", "სისტემა ჯერ არ დანგრეულა!", "ნუ ანადგურებთ მტკიცებულებებს!" და ა.შ.