საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის ბულვარში მდებრე რესტორანი "აჭარული სახლი" კომენტარის გარშე დატოვა .
ჟურნალისტები "აჭარულ სახლთან" 17:00 საათიდან იყვნენ შეკრებილები და ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ.
რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, რესტორნის დატოვებამდე, იქ შეკრებულ ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აპირებდა "აჭარული სახლიდან" გამოსვლას და მოკლე კომენტარის გაკეთებას, რისთვისაც ჟურნალისტები ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდნენ კომენტარის ჩასაწერად, თუმცა, მინისტრი რესტორნის მეორე გასასვლელიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.
მანამდე კი, აჭარის მთავარ სამმართველოსთან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის" წევრები და აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ითხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ბათუმის მთავარ სამმართველოში აპირებდა მისვლას. აღნიშნული აქციის მონაწილეებიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მინისტრის მისვლას აღნიშნულ ადგილზე.