პროფკავშირების კულტურის ცენტრში, დღეს, 17:00 საათზე, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა მახათას მთაზე დაწყებული ტაძრის მშენებლობას შეეხება. პროფკავშირები ფონდ "იავნანას" სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
პროფკავშირების მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები რეგიონებშიც იგეგმება.