რუსეთის 20-მდე საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში მოულოდნელად დაწყებული საბრძოლო მომზადების ფარგლებში ჩატარებული წვრთნების შემდეგ , სევასტოპოლის მთავარ ბაზაზე დაბრუნდა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. ამავე უწყების ინფორმაციით, სამხედროებმა საბრძოლო ამოცანებს პროფესიონალურად გაართვეს თავი.
პრაქტიკულ მოქმედებებში მონაწილეობდა დაახლოებით 7 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე, 250-მდე ჯავშანმანქანა, 20-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 30-მდე სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ხომალდი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ხვალამდე ყველა საბრძოლო ხომალდი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული წვრთნების გამო შეშფოთება გამოთქვა.