ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
დეპუტატი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„მოვისმინეთ არაერთი მანიპულაცია, რომ სანქციების დაწესებაზე საუბრობენ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტია მაგიდაზე. იყოს მაგიდაზე, ლაპარაკობენ და კრება რჩება ხოლმე მხიარული, იმიტომ რომ ძირითადად ეს საკითხები არის პოლიტიკური მანიპულაციის საგანი, სხვა არაფერი“, - მიიჩნევს მახაშვილი.