"ნატო პირობას დებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი", - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივანის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ რადიო "ეხო მასკვისთან" საუბრისას.
მისი განცხადებით, ალიანსი ასრულებს ხუთი წლის წინ ბუქარესტის სამიტზე განცხადებულ ვალდებულებებს. ვერშბოუს თქმით, ნატო-ს თავისი პოზიცია არც საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეუცვლია.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ალიანსში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, საქართველო უნდა დარჩეს დემოკრატიული რეფორმების ერთგული, ასევე უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში.
რადიო "ეხო მასკვისთან" საუბრისას ალექსანდ ვერშბოუ ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნების საკითხს.
"კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი წვრთნების საკითხში უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა. რუსეთს შეეძლო ნატო-სთვის გაენდო დაგეგმილი წვრთნების შესახებ, ჩვენ არ გავთქვამდით თქვენს საიდუმლოს", - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ რადიო "ეხო მასკვისთან" საუბრისას.