29 მარტს, გვიან ღამით საინფორმაციო სააგენტო „ნიუ პოსტმა“ (new posts) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: “მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს.”
29 მარტს, გვიან ღამით ტექსტის ავტორი ლაშა ბერულავა ინფორმაციის დასაწყისში წერს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და თინა ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის" ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ტექსტში ნათქვამია, რომ "ნიუ პოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაზარეს" პრესცენტრის განცხადების ტექსტს, რომელიც დაახლოებით 23:00 საათზე "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
აღნიშნულ ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებებიც გამოახმაურნენ და აღნიშნული ტექსტი საზოგადოების ნაწილის განხილვის საგანი გახდა.
"რესპუბლიკური პარტია" მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლაზარემ“ დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში "რესპუბლიკური პარტიისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის.