კომპანია "რუსთავგაზის" თანამშრომლები შტატების 30%-იან შემცირებას აპროტესტებენ. როგორც დღეს, კომპანია "რუსთავგაზის" თანამშრომლებმა განაცხადეს, სათავო ოფისიდან "რუსთავგაზის" ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება თანამშრომელთა 30%-ის შემცირების შესახებ, რაზეც ამჟამინდელმა დირექტორმა სოსო გულიტაშვილმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც სათავო ოფისში ახალი დირექტორის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისთვის კომპანია "რუსთავგაზში" თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და "იტერა საქართველოს" წარმომადგენლები ესწრებიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თათბირს ესწრება "იტერა საქართველოს" გენერალური დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც.
სააქციო საზოგადოება "რუსთავგაზი" "იტერას საქართველოს" მფლობელობიდან კომპანია "სოკარის" მფლობელობაში ცოტა ხნის წინ გადავიდა.