საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის დაყენება საკრებულოს წევრების, პირველ რიგში კი ზაალ სამადაშვილის გადაწყვეტილებაა , - ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა, კოკი იონათამიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული საკითხი დღევანდელ სხდომაზე სწორედ კოკი იონათამიშვილმა წარმოადგინა.
"განცხადება როგორც წესი და რიგია საკრებულოში შევიდა და დღეს აპარატმა დღის წესრიგში შემოიტანა. ეს საკითხი არის კომბინირებული შემდეგნაირად, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადაყენებული იყოს ზაალ სამადაშვილი", - განაცხადა იონათამიშვილმა.